LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხელი“ Chevrolet Corvette-ის მისაღებად რიგი 3 წელი გაიწელება

29
corvet

საბაზისო Corvette Stingray-ს რამდენიმე დღის წინ „ცხელი“ ვერსია, ინდექსით Z06 შეუერთდა და მომენტალურად ძალიან პოპულარული გახდა. როგორც აშშ-ში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადილერო ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, გაყიდვების დანაყოფი უკვე იღებს წინასწარ შენატანს – 1000 დოლარს და ამ დროისთვის 1097 შეკვეთაა გაფორმებული. სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ეს ნიშნავს რომ ახალი Corvette-ის ლოდინის დრო 3 წელს აჭარბებს.

სპეციალისტთა შეფასებით, კლიენტები აზრს საკმაოდ ხშირად იცვლიან, ამიტომ ზოგჯერ ლოდინის დროც მცირდება. ანტლანტიკ-სითიში მდებარე სადილერო ცენტრმა ოფიციალური განცხადებაც კი გააკეთა და მყიდველებს სთხოვა, რომ Z06-ის შესახებ ნუ დარეკავენ, რადგან დანაყოფი წინასწარი შეკვეთების რაოდენობას ვერ უმკლავდება. სადილერო ცენტრი ჯავშნებს ნოემბრის შუა რიცხვებიდან გახსნის და თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, „ცხელი“ Corvette-ის წარმოება 2022 წლიდან უნდა დაიწყოს.

მერვე თაობის სუპერქარი 5,5 ლიტრის ატმოსფერულ V8 ძრავს მიიღებს და 670 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. Corvette პირველი 100 კმ-ს განვითარება 2,6 წამში შეძლებს, რაც ჩვეულებრივ მოდელთან შედარებით 0,3 წამით გაუმჯობესებული დროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები