LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხადია, მე მანდატზე უარს ვამბობ – ზურაბ ჯაფარიძე

77
5f7891a20379d

პარტია „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.

“ცხადია, მე მანდატზე უარს ვამბობ. უბრალოდ, ჩვენ შემთხვევაში, რომ გავიყავით, „გირჩის“ ფორმალური თავმჯდომარე არის იაგო ხვიჩია, მას უნდა დაეწერა სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადება”,-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც მან განმარტა, ვიდრე პარტიული სია ჩახსნილი არ არის, პარლამენტს რომ განცხადებით მიმართოს, პროცედურა დროში გაიწელება და ამიტომ დაელოდება და თუ “გირჩის” ფორმალური თავმჯდომარე სიას არ ჩახსნის, განცხადებას დაწერს.

“იაგო ხვიჩიას უნდა დაეწერა სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადება და შემდეგ, უკვე გამსვლელ ნაწილში ვინც იყო – 4 ადამიანს მიემართა პარლამენტისთვის, მე ვარ იმ ოთხ ადამიანში. მე რომ ახლა, ვიდრე სია არ არის ჩახსნილი დავწერო, რამდენადაც ვიცი, პროცედურა დროში გაიწელება. ველოდები, როდის შეიტანენ განაცხადს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიის ჩახსნასთან დაკავშირებით. ცესკომ უნდა დააკმაყოფილოს და ამის შემდეგ განცხადებას დავწერ.

მე უნდა დავწერო განცხადება მანდატზე უარის თქმაზე, უბრალოდ, მე რომ ახლა ეს გავაკეთო პროცედურა დროში გაიწელება, ჯერ სია უნდა ჩაიხსნას და შემდეგ უნდა დავწერო განცხადება, როგორც ეს ოპოზიციურმა პარტიებმა გააკეთეს. მათ ჯერ სია არ ჩაუხსნიათ. დაველოდები, თუ არ ჩახსნიან, დავწერ განცხადებას, დროში გაიწელება , თუ რაც იქნება, უკვე ჩემი პრობლემა არ იქნება” ,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში მანდატზე ინდივიდუალური უარის თქმის პროცედურა დაიწყო. საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება ერთი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოს, შესაბამისად, მოლაპარაკებისთვისაც მხოლოდ ერთი კვირაა დარჩენილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები