რუსულ საიტებზე სენსაციური ცნობა გამოჩნდა: საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე რუსეთის სამხედრო კომისარიატშია დაბარებული.
გამოძახების მიზეზი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული მონაცემების დაზუსტებაა. დოკუმენტი გაგზავნილია მისამართზე, სადაც ცხადაძე 2000 წლის შემდეგ აღარ ცხოვრობს. ბინა, რომელიც ქართვეკმა ფეხბურთელმა მოსკოვის “დინამოსგან” მიიღო, 15 წლის წინ გაყიდა.
შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე ფეხბურთელობისას ორ მოსკოვურ გუნდში – “დინამოსა” და “სპარტაკში” თამაშობდა. ასევე გამოდიოდა ჯერ სსრკ-ის, შემდეგ კი დსთ-ის ნაკრებებში.