აშშ-ში, ვირჯინიას შტატში 10 ათასი აბონენტი, მათ შორის ორი სკოლა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და ყველაფერში დამნაშავე ციყვია.
სააგენტო Upi-ს ინფორმაციით, ძუძუმწოვარი ელექტროსადგურში შეძვრა და ტრანსფორმატორში გაიჭედა. ამ დროს ძაბვა იმდენად გაიზარდა, რომ სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ელექტროენერგიის აღდგენა სპეციალისტებმა ერთ საათში მოახერხეს.
სამწუხაროდ, ციყვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.