LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცივი იარაღით დაჭრა მარნეულში: ქალს შვილისთვის მოქნეული დანა მოხვდა

85
დაჭრა

მარნეულში შუა ხნის ქალი ცივი იარაღით დაჭრეს.

ინციდენტი ადგილობრივ მამაკაცებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა, რასაც კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი პირის დედაც შეესწრო.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მამაკაცმა მას დანით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.

ერთ-ერთი ვერსიით, ქალს შვილისთვის მოქნეული დანა მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები