LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცივი ჩაის 5 მარტივი რეცეპტი

2877

უჩვეულოდ ცხელი ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია გამაგრილებელი სასმელები. გთავაზობთ, ჯანსაღი და უგემრიელესი ჩაის მომზადების ხუთ მარტივ რეცეპტს.

 

* ვაშლისა და პირტნის ჩაი – დააყენეთ შავი ჩაი და დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი,  ჩაყარეთ 30 გრამი მსხვილად დაკეპილი პიტნა, მცირე ზომის კუბიკებად დაჭრილი ორი ვაშლი, ნახევარი ლაიმი ან ლიმონი და ცოტა შაქარი. დაახურეთ ჩაიდანს თავსახური და გააციეთ.

 

* ციტრუსის პუნში – აურიეთ ერთმანეთში 1 ჭიქა ცივი ჩაი 1 ლიმონის და 3 ფორთოხლის წვენი, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ჟოლოს სიროფი, 1 ჭიქა ანანასის წვენი, 1 ჭიქა გაზიანი წყალი და ცოტა შაქარი. ჩაყარეთ ჭიქაში ანანასის და ყინულის კუბიკები, დაასხით პუნში, ცოტა ადუღებული წყალი და კარგად გააციეთ.

* ჩაი ინდურ სტილში – აურიეთ ერთმანეთში შავი და პიტნის ჩაი, დარიჩინი, ჯანჯაფილი (ჯინჯერი), მუსკატის თხილი და დაასხით ცხელი ადუღებული წყალი. დააყენეთ ჩაი 6 წუთით, დუმატეთ ცოტა შაქარი და თაფლი, კარგად გაციებიის შემდეგ კი, დაუმატეთ ლიმონის წვენი და გაზიანი წყალი.

* ჩაი ილითა და რძით – აადუღეთ წყალი ილის მწვანე თესლით, 10 წუთის შემდეგ კი, დაუმატეთ შავი ჩაი, ფორთოხლის კანი და კიდევ ერთხელ აადუღეთ. 3-5 წუთის შემდეგ დაუმატეთ რძე და შაქარი გემოვნებით, კარგად აურიეთ და გააციეთ.

* მწვანე ჩაი მარწყვით – დააყენეთ მწვანე ჩაი, დაასხით 1 ლიტრი წყალი, დაუმატეთ შაქარი და გააციეთ. 3-5 წუთის შემდეგ კი, დაუმატეთ 1 ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი მარწყვი და კარგად აურიეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები