LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Citroen-მა შანხაის ავტოშოუზე ახალი ქროსოვერი წარმოადგინა

64

კომპანია Citroen-მა ახალი სერიული ქროსოვერი C5 Aircross წარმოადგინა, რომლის მსოფლიო პრემიერაც შანხაის ავტოშოუზე შედგა. მოდელის ერთ-ერთი საკვანძო განსაკუთრებულობა, მარკის პრეს-რელიზის მიხედვით, ინტერიერია, რომელიც თითოეული მგზავრის კომფორტზეა ფოკუსირებული. „სიტროენში“ ქროსოვერს ”ადამიანებზე ორიენტირებული” უწოდეს.

სიახლე კონცეპტ Aircross-ის გაგრძელებაა, რომელიც 2015 წელს ვიხილეთ. პროტოტიპისგან მან ოპტიკის დიზაინი და საკიდარის ზოგიერთი ნაკვთი მიიღო. ყველგანმავალის გაბარიტული სიგრძე 4,5 მეტრია, სიგანე 1,84, სიმაღლე კი 1,6. საბარგულის მოცულობა კი 482 ლიტრის ტოლია.

Citroen C5 Aircross აწყობილია EMP2-ის პლატფორმაზე, რომელიც უკვე გამოიყენება Peugeot 3008-ზე.

C5 Aircross სავარძლების უჩვეულო, ჩუქურთმის მსგავს სავარძლების გაწყობას მიიღებს, რომელიც ორ ფერში გაფორმდება, წინა სავარძელი მასაჟორით იქნება, ავტომობილი ასევე პანორამული სახურავითა და ლუქით, 12,3 დიუიმიანი ციფრული მოწყობილობათა პანელითა და გარშემო ვიდეოთვალთვალის სისტემით აღიჭურვება.

გარდა ამისა, სიახლე აღჭურვილია უსაფრთხოების სისტემით, მათ შორის ავტომატური ექსტრემალური დამუხრუჭების, ზოლში გაჩერებისა და ადაპტირებული კრუიზ კონტროლის ფუნქციებით, რომელიც სრული გაჩერების შესაძლებლობას ფლობს.

C5 Aircross-ის გაყიდვები ჩინეთში 2017 წელს, ევროპის ბაზარზე კი 2018 წლის ბოლოს დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები