LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CITROEN-მა ახალი სახლი ბორბლებზე აჩვენა, რომელიც რეტრო სტილშია შესრულებული

127
Capture

დიუსელდორფის გამოფენაზე Caravan Salon წარადგინეს 2024 წლის Citroen Type Holidays. ეს არის ორიგინალური სახლი ბორბლებზე ექსტრავაგანტური იერით, რომელიც რეტრო სტილშია შესრულებული. მას საფუძვლად დაედო თანამედროვე მინივენი SpaceTourer.

სიახლე კლასიკური ფურგონის Type H-ი სტილშია, რომელიც კონვეირიდან გასული საუკუნის 40-80-იან წლებში ჩამოდიოდა. კორპუსის გვერდებზე კარები იხსნება, სახურავიც მოძრავია. შიგნით არის მომცრო სამზარეულო, ნიჟარა და ქურა. ასევე გასაშლელი მაგიდა. სავარძლები კი 180 გრადუსით ტრიალებს. ნივთების შესანახად კი კარადებიც გააკეთეს.

რაც შეეხება ძალოვან მახასიათებლებს, ის არ გაუსაჯაროებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები