LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Citroen-მა 100 წლის იუბილე ელექტრომობილით აღნიშნა

74
citron-ami-Joo3

ავტომწარმოებელმა Citroen-მა 100 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა და ელექტრომობილი გამოუშვა. ელექტროქარს Ami One ეწოდება და ის იმდენად პატარაა, რომ „ავტომობილის“ დარქმევა ცოტა უხერხულიც კია. სიახლე ბაზარზე უკვე გამოვიდა და მისი ფასი მხოლოდ 6000 ევროა. „ამი“ იმდენად მარტივი სატრანსპორტო საშუალებაა, რომ ფრანგული კანონების მიხედვით მისი მართვა 14 წლის მოზარდს, ყოველგვარი მართვის მოწმობის გარეშე შეუძლია.

როგორც Citroen-ში ასაბუთებენ, მათ „ტესლას“ საპირისპირო კონცეფცია შეარჩიეს. ძვირადღირებული და პრესტიჟული ელექტრომობილების ნაცვლად სურთ, რომ ბაზარზე ხელმისაწვდომი და შედარებით იაფი მოდელები გამოიტანონ. ნახევარი საუკუნის წინ საკულტო ავტომობილმა 2CV Citroen-მა ამ სტრატეგიის ეფექტურობა უკვე დაამტკიცა.

„ამის“ სიმძლავრე მხოლოდ 8 ცხენის ძალაა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ს აღწევს. მოდელს ერთი დამუხტვით მხოლოდ 70 კმ-ს გავლა შეუძლია, თუმცა დასამუხტად სმარტფონის მსგავსად მხოლოდ 3 საათი სჭირდება.

ავტომობილი იმდენადაა გამარტივებული, რომ ძარის წინა და უკანა ნაწილი სიმეტრიულია, ასევე ორივე კარი იდენტურია.

Citroen ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ მინი ელექტრომობილი სავაჭრო ცენტრებში გაიყიდოს. მისი დაქირავება კი თვეში მხოლოდ 20 დოლარად იქნება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები