LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Citroen-ის გენერალური დირექტორი ავტოსამყაროში ყველაზე გავლენიანი ბრიტანელია

39

Citroen-ის გენერალური დირექტორი საერთაშორისო ავტოსამყაროში ყველაზე გავლენიანი ბრიტანელია. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა – „Auto Express”-მა საპატიო ნომინაციაში გამარჯვებულად ფრანგული ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი – ლინდა ჯექსონი დაასახელა. გარდა ამისა, ქალბატონი ჯექსონი, რომელიც Citroen-ს 2014 წლიდან მეთაურობს, „Auto Express-ის დიდების დარბაზშიც“ განათავსეს. ყველაზე გავლენიან ბრიტანელს საპატიო ჯილდო Aston Martin-ის მფლობელმა ენდი პალმერმა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც ლინდა ბრენდის დირექტორი გახდა Citroen-ის გაყიდვებმა მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა და არნახული წარმატების პერიოდიც სწორედ მის სახელს უკავშირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები