LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცისარტყელად გადაქცეული მასელქარები

40

ამერიკულმა ავტოკლუბმა მასელქარების მფლობელები საერთო მიზნისთვის გააერთიანა. ავტოკლუბის წარმომადგენლობამ 76 სხვადასხვა ფერის ავტომობილები ერთად დააყენა ისე, რომ სიმაღლიდან ცისარტყელის ეფექტი შექმნილიყო. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის წარმომადგენლობამ Facebook-ის მეშვეობით გაავრცელა.

არასტანდარტული ფოტოსესიის იდეა ჯეფ დევისს ეკუთვნის, რომელმაც ყველაფრის ორგანიზება თავის თავზე აიღო. ღონისძიება ჯორჯიის შტატში ჩატარდა. აქტივობასთან დაკავშირებული ყველა წვრილმანი ადგილობრივ მმართველობასთან იქნა შეთანხმებული.

ფერად-ფერადი, სხვადასხვა ფერის მასელქარები წარმოუდგენლად ლამაზად მოჩანდა როგორც ჰორიზონტული, ისე ვერტიკალური ხედვისას. ცისარტყელის ფერებით მათ განლაგებას 2 საათზე მეტი დასჭირდა. ორგანიზატორებმა ღონისძიების ფოტოები კვადროკოპტერის მეშვეობით დააფიქსირეს.

ყველაზე ძლიერი მოდელი 6.2 ლიტრიანი, რვაცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომელსაც 717 ცხენის ძალის სიმძლავრე გააჩნდა.