ცისანა სეფიაშვილი მეორე მეუღლეს, ლევან ზაქარეიშვილს გარკვეული პერიოდის წინ დაშორდა. ის ია ფარულავასთან საუბარში ამბობს, რომ ოჯახის დანგრევაში მხოლოდ ერთი ადამიანია დამნაშავე.
„მე არასოდეს ვამბობ, რომ მინდა… ველოდები, შენ რას აკეთებ. თუ ერთმანეთს ვერ ვგრძნობთ, არ ვიცით, ერთმანეთს როდის გავუჩუმდეთ, როდის გავუფრთხილდეთ, როდის ვიზრუნოთ ერთმანეთზე… ეს არის ურთიერთობა… სიყვარული რა არის? მიყვარს? ლტოლვა? არა! სიყვარულია რის ყველაფერი ერთად, ლტოლვაც, მეგობრობაც, ზრუნვაც… ეს არის მუდმივი პროცესი. სიყვარული არ არის – შემიყვარდა და მორჩა. ვუყვარვარ და ვერსად წავა. ყველა სადღაც მიდის, თუ წასასვლელია…“
ცისანამ აღნიშნა, რომ მამა, ჯემალ სეფიაშვილი მის ცხოვრებაში არ ერეოდა, მაგრამ როდესაც მის თვალებში ბედნიერება ვერ ნახა, პირველ ჯერზეც და მეორეზეც ჰკითხა – „და როდემდე აპირებ აქ ყოფნას?“
ცისანა სეფიაშვილის ვაჟს ახლად შემქნილი ოჯახი დაენგრა: „ძალიან განვიცდი…“