LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცირკიდან გაქცეულმა აქლემებმა მადრიდის ქუჩებში გაისეირნეს

34
-121457199-mediaitem121457198

ესპანეთის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე ცირკიდან შუაღამეს 8 აქლემი და ერთი ლამა გაიქცა.

როგორც ცირკის წარმომადგენელმა განაცხადა, ტერიტორია ელექტროღობითაა დაცული, თუმცა ერთ ადგილას ღობე გაჭრილი დახვდათ და ცხოველებმაც თავის დაღწევა ამ გზით შეძლეს. ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრის უკან უფლებადამცველები დგანან, რადგან ისინი ცირკში ცხოველების ყოფნის წინააღმდეგი არიან და ცირკის კონცეფცია არაერთხელ გაუპროტესტებიათ.

საბედნიეროდ, ღამის გასეირნება მშვიდობიანად დასრულდა, არავინ დაზარალებულა და გაქცეულები უკან უსაფრთხოდ დააბრუნეს.

აღსანიშნავია, რომ „მადრიდელი“ აქლემები წარმოშობით ცენტრალური აზიიდან არიან და ყველაზე ექსტრემალურ პირობებშიც შეუძლიათ გაძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები