LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციხისძირში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იხსნება

751

ციხისძირში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იხსნება. როგორც Castello Mare-ს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი სტუმრებს 1 ივლისიდან მიიღებს.

Castello Mare Hotel & Wellness Resort-ში, რომელიც ბათუმიდან 17 კილომეტრის მოშორებით, ციხისძირში მდებარეობს, 82 საცხორებელი ნომერი, 1 ვილა, 3 Delux და 1 საპრეზიდენტო აპარტამენტია განთავსებული.

სასტუმრო  სტუმრებს სპა რეკრეაციულ ზონას, სატრენაჟორო დარბაზს, დახურულ და ღია ინფინიტი აუზებს, ჰამამს, 6 სახის  საუნას, ჯაკუზს, კოსმეტოლოგიის კაბინეტს, სილამაზის სალონსა და 100-მდე დასახელების გამაჯანსაღებელ-სამკურნალო პროცედურას შესთავაზებს.

ამასთან ერთად, კომპლექში განთავსებულია ძირითადი რესტორანი, ლობი ბარი ტერასით და გასარუჯი ზონით, გრილ ბარი ნაძვნარში. ასევე ჩოგბურთის კორტები, ბოულინგი, ლაზერული ტირი, გასართობი ცენტრი კარაოკე ბარით, საკუთარი პლაჟი, ღია აუზი ზღვის წყლით, 2 საკონფერენციო დარბაზი, 200 ადგილიანი მრავალფუნქციური დარბაზი, 100 ადგილიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი და პლაჟზე ჩასასვლელი დახრილი ლიფტები.

სასტუმროში ყველა ნომერს ზღვის ხედი აქვს და ნომრის ღირებულება  165$-დან იწყება.

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის Castello Mare Hotel & Wellness Resort -ის პროექტი ავსტრიულმა საინვესტივიო ჯგუფმა Mosimmobilia Immobilien GmbH-მა განახორციელა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 25 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები