LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციხიდან გათავისუფლებული დიჯეი მიხაილო პირველ ღონისძიებას გამართავს

225
mixailo-news

14 დეკემბერს მუსიკოსი მიხაილო თოდუა, პირველად ციხიდან გათავისუფლების შემდეგ და შინაპატიმრობის პირობებში, ღონისძიებას გამართავს.

ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ს სატელევიზიო ინტერვიუში განუცხადა და აღნიშნა: „დღეს ადაპტირების პროცესია. ჩემი ყველა ნაბიჯი უკავშირდება იმ გეგმებს, რაც ჩაფიქრებული მქონდა. ის დრო კარგად გამოვიყენე, ცხრა ალბომი და ერთი ფირფრიტა გამოვუშვი ირაკლი კეზერიასთან კოლაბორაციით. ერთადერთი, რაზეც ყველაზე მეტად მწყდება გული, არის ჩემი შვილი, ცხრა წლისაა და ისე მოხდა, რომ უჩემოდ გაიზარდა… ჩემი პირველი ივენთი, რომელიც 14 დეკემბერს დაანონსდა, გაიმართება და სამინისტროს მივმართე, რომ მოეცათ ამის საშუალება. მომცეს უფლება, რომ 14 დეკემბერს, ერთი დღით მივიღო მონაწილეობა ჩემს პირველ ივენთშ და დავუკრა. მოუთმენლად ველი ამ დღეს…“
არტისტი სასჯელს მდმ-ის ფლობისთვის იხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები