“მე ციხეში ვცხოვრობ, ჩემთვის სხვა სიცოცხლე აღარ არსებობს” – “გავრილოვის ღამეს” დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის მშობლებმა “სირცხვილიას” აქტივისტებთან ერთად ბრიფინგი გამართეს.
20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ
“დიდი ხანია ვიბრძვი, ყველა საელჩოს მივაწვდინე ხმა. მე თითქმის ციხეში ვხოვრობ, სხვა სიცოცხლე ჩემთვის აღარ არსებობს. ჩემი ოჯახი არის რეჟიმის მსხვერპლი. კონსტიტუციას პლუს დემოკრატია არ უდრის ციხეს. სად არის დემოკრატია, როდესაც ქვეყანაში პოლიტპატიმრები გვყავს. რისთვის არის ჩემი შვილი დაკავებული, ის ბიჭები ვინც იმ ღამეს დააკავეს. არანაირი სამართალი არ არსებობს. ზურაზე ზეწოლა მიდის, გამოკეტილია ყველანაირი პირობების გარეშე. დაუცველი ვარ, ვეღარ გავჩუმდები”, – ახადებს ზურაბ ბუდაღაშვილის დედა.
როგორც მოძრაობა “სირცხვილიას” ლიდერი შოთა დიღმელაშვილი ამბობს, “გავრილოვის ღამეს” დაკავებულთა საქმეები პროცედურული დაღვევებით მიმდაინრეობს.
“ახლაც პოლიტიკური პატიმრები არიან, სხვა ვერაფერი დაერქმევა ამას. უამრავი პროცედურული დარღვევებით ტარდება ეს საქმეები. მხოლოდ პოლიციელებს აქვთ დაზარალებულის სტატუსი და არა თვალდაკარგულ ადამიანებს”, – ამბობს დიღმელაშვილი.