LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციფრული ლარის შემოღების შედეგად, საქართველოში უფრო მეტი ტექნოლოგიური კომპანია შემოვა და საქართველო ამ ცვლილებით ინოვაციების ავანგარდში უნდა მოხვდეს – დავითაშვილი

97
ipiccy_image

ციფრული ლარის შემოღება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში ფინანსური სისტემის ეფექტიანობის, გადახდების სისტემების გამარტივების, ფინანსური სერვისების უფრო დაჩქარებისა და გაიაფებისთვის. ეს გაამარტივებს მთელ რიგ სახელმწიფო სერვისებს, მათ შორის საჯარო სერვისებსაც და ხელმისაწვდომს გახდის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ციფრული ლარის შემოღების შედეგად, საქართველოში უფრო მეტი ტექნოლოგიური კომპანია შემოვა და საქართველო ამ ცვლილებით ინოვაციების ავანგარდში უნდა მოხვდეს.

ამასთან, როგორც დავითაშვილმა აღნიშნა ცვლილებას დრო დასჭირდება. ეკონომიკის სამინისტრო კი ამ მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკთან ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები