LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციფრული კოვიდსერთიფიკატების შემოღების შესახებ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში შეთანხმება მიღწეულია

87
Forbes-WEB-3-15

ევროკავშირში სამოგზაუროდ საჭირო ციფრულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეთანხება მიღწეულია.

ინფორმაციას “ევრონიუსი” ავრცელებს.

„მწვანე სერთიფიკატი“ მიმართულია ტურისტული და სამსახურებრივი მიზნებით თავისუფალი გადაადგილებისკენ და მასში პირისთვის ჩატარებული აცრების, ტესტებისა და კოვიდისგან განკურნების შესახებ ინფორმაცია შევა.

ბარათის მოთხოვნა შეეძლებათ იმ პირებსაც, რომლებმაც ჯერ მხოლოდ პირველი დოზა მიიღეს.

ვაქცინირებულად კი ჩაითვლება პირი, რომელმაც მედიკამენტების ევროპული სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზებული რომელიმე ვაქცინით ჩაიტარა ვაქცინაცია.

ესენია „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინები.

ამასთანავე, ევროკავშირის ქვეყნებს ექნებათ უფლება, დაუშვან ის მოგზაურები, ვისაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა აქვთ გაკეთებული, მათ შორის ჩინური „სინოფარმი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები