LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კოვიდინფიცირებული 8 წლის ბავშვი მოათავსეს, რომელსაც ფილტვების 18 ქულიანი დაზიანება აღენიშნება

832
maia-chxa

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კოვიდინფიცირებული 8 წლის ბავშვი მოათავსეს, რომელსაც ფილტვების 18 ქულიანი დაზიანება აღენიშნება. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ “რუსთავი2”-ს განუცხადა.

“გუშინ გადმოიყვანეს ერთ-ერთი კლინიკიდან კიდევ მძიმე ბავშვი, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს და ფილტვების 18 ქულიანი დაზიანება. 8 წლის არის ეს ბავშვი.

რეანიმაციაში ამ წუთში 4 ადგილია, დანარჩენი დაკავებულია. 21 პაციენტი წევს,” – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მისი თქმით, გასული 10 დღის განმავლობაში ციციშვილის კლინიკაში მომართვიანობა შემცირებული იყო. კლინიკაში ამჟამად 119 კოვიდპაციენტია მოთავსებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები