LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ციანიდის საქმე” – მსჯავრდებული დეკანოზი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს

98
ე.წ. “ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. პროცესის დასრულების შემდეგ, სასამართლო, ე.წ. “ციანიდის საქმეზე”, საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.

მამალაძის ადვოკატებისთვის უცნობია, როდის გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას, თუმცა ადვოკატი გიორგი ფანცულაია იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო მსჯავრდებულ დეკანოზს გაამართლებს.

“დასკვნით სიტყვაზე გვიპასუხებს პროკურატურა. შემდეგ იქნება დეკანოზის საბოლოო სიტყვა-ამით განხილვის პროცესი დამთავრდება. იმედს ვიტოვებთ, რომ დღეს გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს, თუ მომდევნო პროცესზე, მოსამართლე არ დაემორჩილება იმ კონიუნქტურას, რომელსაც დაემორჩილა პირველი ინსტანციის სასამართლო. იმედს ვიტოვებ, რომ იქნება გამამართლებელი განაჩენი. ეს, პირველ რიგში, სასამართლო ინსტიტუტის ინტერესში უნდა შედიოდეს,“ – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, ბრალდებას პროცესზე რეპლიკის უფლება ექნება, რა დროსაც მოითხოვენ მსჯავრდებულის პატიმრობაში დატოვებას და ასევე ისაუბრებენ დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებების დამახინჯებასა და პროცესებზე გაჟღერებულ სიცრუეზე.