LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციაკო ფიფია: „ლელა წურწუმია დამეხმარა, რომ მისი პაროდია გამეკეთებინა, ტანსაცმელიც კი თავად ამირჩია…“

155
ციაკო-ფიფია

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი ციაკო ფიფია.

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, როგორი ბავშვი იყო ციაკო?

ბაბუაჩემი მეძახდა ხოლმე თხა გოგოს, ამბობდა, არსად დაიკარგებაო. პატარაობიდანვე ვიყავი მიზანდასახული და პუნქტუალური. ამ მიზანდასახულობამ და შრომამ მიმიყვანა იქამდე, რომ ხალხს ვუყვარვარ. სულ მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. პატარაობიდანვე მინდოდა მსახიობობა, მინდოდა, თეატრის მსახიობი ვყოფილიყავი, ეს ჩემი ოცნება იყო. ზაფხულობით ბავშვები ვდგამდით ხოლმე სპექტაკლებს. 20 თეთრად ვყიდდით ბილეთებს, კასთინგებსაც ვატარებდით.

მერე შევედი „შოუ ესტრადის თეატრში“, სადაც გვასწავლიდნენ მეტყველებას, სიმღერას ცეკვას, ეს ყველაფერი ნამდვილად დამეხმარა. ამ ყველაფერმა გამხსნა…

ბავშვობაში ჩემი საყვარელი მსახიობი იყო ბარბრა სტრეიზანდი, ქალბატონი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ვიზუალი არ არის მთავარი. მეც მქონდა კომპლექსები ცხვირის გამო, თავიდან ყველა კომენტარს ვკითხულობდი ხოლმე, ვაიმე, ვინმემ რამე ხომ არ დაწერა-მეთქი.

როგორ აღმოჩნდი იუმორისტულ გუნდში?

ბავშვობაში ჩემი საყვარელი გადაცემა „ახალი შაბათის შოუ“ იყო, ვუყურებდი სულ და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს მათ შორის ვიქნებოდი. მინდოდა თეატრალურზე ჩაბარება, თუმცა ბაბუის ხათრით, „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ჩავაბარე. შემდეგ ჩუმად „მანსანკანში“ მივიღე მონაწილეობა. ბაბუამ ტელევიზორში მნახა და ასე შეიტყო ეს ყველაფერი.

თბილისშიც დავდგით ეს სპექტაკლი, ჟიურიში ვანო ჯავახიშვილი იჯდა, რომელმაც მითხრა, გაკვირდებითო. მუხლები მიკანკალებდა მღელვარებისგან. ასე დავიწყე „შაბათის შოუში“ მუშაობა. პირველი როლი მეგრელის მქონდა, ძალიან ვღელავდი. ლელა წურწუმია დამეხმარა იმაში, რომ მისი პაროდია გამეკეთებინა, ტანსაცმელიც კი თავად ამირჩია. მითხრა, ჭიჭე (პატარა) ლელა ხარო. ერთი სიტყვით, მაყურებელმა მიმიღო და დიდი მადლობა მათ ამისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები