ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ თბილისის მერობის კანდიდატების შესახებ საუბრისას ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გამოყო.
ჭყონიას თქმით, კალაძე ბავშვობიდან თვითგანვითარების არანორმალურ რეჟიმში იმყოფება.
ჭყონიას თქმით, მას თბილისის მერად “მოდნი” და “ჯიგარი” ტიპი წარმოუდგენია.
“თბილისში გვჭირდება ტიპი, ვისაც ნანახი აქვს თანამედროვე ცხოვრება და ევროპული გამოცდილება. მოდნი და ჯიგარი ტიპები ვინც არიან, ვინც ქალაქს დაგვის, გარეცხავს, ჩააცმევს და დაახურავს. თუ კალაძე ამას გააკეთებს, მაშინ ძალიან მაგარი იქნება”, – განაცხადა ჭყონიამ “საქმიან დილაში”.
დანარჩენ კანდიდატებზე თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური თემები ნაკლებად აინტერესებს.