LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვების საკვების შემადგენლობაზე რეგულირება წესდება 

225

ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვების საკვებ პროდუქტებზე რეგულირება წესდება. რეგულირება სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციისთვის  ერთიანი პრინციპების განსაზღვრას ითვალისწინებს.

რეგულირების ახალი წესები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა, რომელიც ძალაში 2018 წლის 1 მაისიდან შევა.

როგორც დადგენილებაშია განმარტებული,  გადაწყვეტილება  “მიზნად ისახავს ჩვილ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათის, ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის, განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების სურსათისა და წონის კონტროლის მიზნით რაციონის სრულად ჩანაცვლებისათვის განკუთვნილი სურსათისათვის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას”.

დადგენილებაშია გაწერილია, რა სახის ნივთიერებებს შეიძლება შეიცავდეს და არ შეიძლება, რომ შეიცავდეს  საკვები პროდუქტის ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის და დამატებითი ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის; მარცვლოვნების ფუძეზე წარმოებული სურსათი და ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათი; განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების სურსათი და წონის კონტროლის მიზნით რაციონის სრულად ჩანაცვლებისათვის განკუთვნილი სურსათი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები