LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და ჩვენ ამაზე მკაცრი პასუხი გვექნება“ – კობახიძე სავიზო რეჟიმზე

116
BeFunky-collage

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტია „ლელოს“ ინიციატივას ეხმაურება იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა დიდი რაოდენობის შემოსვლის გამო საჭიროა სავიზო რეჟიმის ამოქმედება.

„ქვეყანა დაუცველია საფრთხეების წინაშე“ – „ლელო“ რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს

კობახიძის თქმით, „საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის“ და ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

კობახიძე: 6 თვეში რუსეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია, ნაშთი, შეიძლება 1 პროცენტიც არ იყოს

„ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და უამრავი „ფეიკი“ ვრცელდება ამ კუთხითაც. კერძოდ, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ დღეს საქართველოში არსებული რუსი ტურისტების რაოდენობა არის საქართველოს მოსახლეობის 10%, რაც არის სრული ტყუილი. რეალურად რომ ავიღოთ მონაცემები, 1%-იც არ იქნება.

ჯამში რაც შემოვიდა თავის გასულებიანად, არის 242 000 ადამიანი. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზე არის დაფუძნებული.

შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებზე და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ შეზღუდვები და სანქციები დავაწესოთ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და ჩვენ ამაზე მკაცრი პასუხი გვექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

შსს: ივნისის თვეში საქართველოში რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები