“კორონავირუსი და საქართველოს სასწაული,”-ამ სათაურით სტატიას ახლა უკვე Emerging Europe აქვეყნებს.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მხოლოდ 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
საქართველოს მთავრობამ კი, იმადენად წარმატებით მართა ვითარება, რომ ახლა მსოფლიო მთავრობები იმას ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა ამ პატარა ქვეყანამ ვირუსის გავრცელება ასე კარგად.
ჟურნალისტი ქრეიგ ტარპი იმ ღონისძიებების შესახებაც წერს, რაც მთავრობამ თავიდანვე გაატარა.
„26 თებერვალს, როგორც კი კონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, საქართველოს მთავრობამ მოქმედება დაიწყო. საუბარი იყო საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ირანიდან დაბრუნდა. იმავე დღეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, კოორდინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შექმნა.
სამუშაო ჯგუფის პირველი გადაწყვეტილება იყო ირანის მიმართულებით ფრენების აკრძალვა“, – აღნიშნულია სტატიაში.
ჟურნალისტი წერს, რომ საქართველო დიდი ხანია განიხილება, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა. ის ასევე აღნიშნავს, რომ კორონავირუსს საქართველოს ეკონომიკაზე, ისევე როგორც მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენა ექნება.
„როგორც ევროპის თითქმის ყველა დანარჩენ ქვეყანაში, საქართველოშიც ალბათ ეკონომიკის შთამბეჭდავი ზრდა შეჩერდება და საქართველო სავარაუდოდ, ღრმა რეცესიას განიცდის. გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორ მილიარდ ლარს გამოყოფს ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად. მსოფლიო ბანკმა 45 მლნ ევრო სესხის სახით უკვე დაამტკიცა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“, – წერია სტატიაში.