LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს პროექტი განხორციელდეს, თუმცა ინვესტორმა დააგვიანა – ლევან დავითაშვილი “ნენსკრა ჰესის” შესახებ

42
ლევან დავითაშვილი2 (1)

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ინვესტორი “ნენსკრა ჰესის” პროექტის განხორციელების მზაობას გამოთქვამს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს პროექტი განხორციელდეს, თუმცა ინვესტორმა დააგვიანა, დრო დაიკარგა, მაგრამ დღეს ინვესტორი გვპირდება, რომ მზადაა პროექტი განახორციელოს. სახელმწიფოს თავისი მოთხოვნები გააჩნია, წლის განმავლობაში მიდიოდა დიალოგი კომპანიასთან და გუშინ შევხვდით დირექტორს და იმედი გვაქვს, რომ კომპანია სწრაფად მოახდენს შეთანხმებას და პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

"ნენსკრა-ჰესი" მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისათვის - ღარიბაშვილი „ნენსკრა-ჰესის” ინვესტორს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, არაერთხელ დარღვეული ვადების ფონზე, მოლაპარაკების საგანია კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელება და ასევე, სახელმწიფოს როლი პროექტში. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ ჰესის მშენებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, მოლაპარაკებების შემდეგ დაიწყება.

„მიდის მოლაპარაკებები, რომ ხელშეკრულება გაგრძელდეს, შეთანხმება მოხდეს და დაიწყოს ჰესის მშენებლობა. მოლაპარაკებების საგანია, რა იქნება სახელმწიფოს როლი. გვინდა ამ პროექტს მივეხმაროთ, ინვესტორისგან აუცილებელია მზაობა“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები