რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერს მომღერალი ლიკა დოლიძე სტუმრობდა, რომელმაც შვილის ქორწილზე ისაუბრა.
ლიკა, როგორ ჩაიარა შენი შვილის ქორწილმა? ვიცი, რომ ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა საღამოს.
პირველ რიგში, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ყველას ვინც მოვიდა და ჩვენი, ჩვენი შვილების ბედნიერების დღეს ჩვენს გვერდით იყო. დიდი მადლობა ლელა წურწუმიას, მამულიჩას, „დუეტ ჯორჯიას“, დათუნა მგელაძეს, ანდრია გველესიანს, ჩემს ბენდს, ნიკა არაბიძეს, ვახო ბიჭიკაშვილს, ლაშა რამიშვილს, გიო წიკლაურს, ცირა ბზიშვილს, თემურ თათარაშვილს, ჯემალ სეფიაშვილს და გიორგი წერეთელს, რომელმაც არაჩვეულებრივად წაიყვანა ეს საღამო. დიდი მადლობა ყველას, რომ ასე გამილამაზეს საღამო. იმედია, არავინ გამომრჩა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც დეკორაციაზე მუშაობდა, ასევე გოგა ნიქაბაძეს, რომელიც სპეციალურად ქორწილისთვის ჩამოვიდა და ჩვენს სილამაზეზე იზრუნა. თქვენ წარმოიდგინეთ, ზუსტად 5 დღეში, ჩქარ-ჩქარა მოახერხა ეს ყველაფერი. მადლობა გიო სუთიძეს, რომელმაც არაჩვეულებრივად დადგა ბავშვების ცეკვა. ჩემი ლელა თოდაძე სპეციალურად ქორწილისთვის ჩამოფრინდა და ეს ისეთი სიურპრიზი იყო, რომ კინაღამ გული გამისკდა, რომ დავინახე. უამრავი მეგობარი ჩამოვიდა ისრაელიდანაც. ჩვენთვის მართლა მნიშვნელოვანი დღე იყო და ძალიან ვნერვიულობდით. სანდროს, ჩემს პატარა შვილს ვეუბნებოდი, ერთი 20 წელი არ დაგინახო, რომ ცოლი მოიყვანო, ამას ვეღარგავუძლებ-მეთქი (იცინის).
გადაცემის ჩანაწერი: