LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია ნიშნავს მდიდარი ბიზნესმენების პოლიტიკურ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილებას“ – პაველ ჰერჩინსკი

139
პაველ ჰერჩინსკი

„ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დემოკრატიის აყვავებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, საქმე ეხება არა სახელებს, არამედ დემოკრატიის ხელშემწყობ სისტემასა და გარემოს.

პრემიერი: „დღეს დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც ისედაც გათვალისწინებული იყო და არის 12 პრიორიტეტის შემადგენელი ნაწილი“

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს განიხილავენ და მოიწონებენ ევროკომისიის მიერ გაცემული 9 რეკომენდაციის შესრულების სამოქმედო გეგმას.

„ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია ნიშნავს შესაფერისი გარემოს შექმნას, დემოკრატიის აყვავებისთვის პირობების შექმნას და მდიდარი ბიზნესმენების პოლიტიკურ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილებას.

ასე რომ, ჩვენი, ევროპული გადმოსახედიდან, საქმე ეხება არა სახელებს, არამედ დემოკრატიული განვითარების ხელშემწყობ სისტემასა და გარემოს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

„ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო, ისტორიული გადაწყვეტილებისთვის ვიზა მიეღო – დეკემბერში სტატუსს ველოდებით, რითაც საქართველო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის“ – არჩილ თალაკვაძე

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, იგი ადასტურებს, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა,  ევროპულ კომისიაში უკვე გაიგზავნა.

„როგორც არაერთხელ ღიად და გულწრფელად მითქვამს, ოპტიმისტი ვარ, ამიტომ ვარ საქართველოში, ვცდილობ, ვიყო ქართული წარმატების ნაწილი.

როგორც ვიცით, რვა ნოემბერს ევროკომისიამ დადებითი შეფასება გასცა კანდიდატის სტატუსზე. ახლა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა განიხილავს და 14 დეკემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას.

ძალიან მიხარია, რომ ხელისუფლებამ სწრაფად იმოქმედა. შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც განხილული და დამტკიცებული იქნა მთავრობის მიერ, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მთავრობა საერთო, სახალხო, ეროვნული გამარჯვების ზეიმს გამართავს 

ევროპული კომისიის კოლეგები ყურადღებით შეისწავლიან და თავიანთ შეფასებას გამოაქვეყნებენ. ბედნიერი ვარ, რომ ეს ხდება არა დროის დასაკარგად, არამედ იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ რეფორმები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველომ შეძლოს, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს შემდეგ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება სწრაფად დაეწიოს უკრაინასა და მოლდოვას“. – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

სალომე ზურაბიშვილი: 2024 წლის არჩევნები იქნება ტესტი – კანდიდატის სტატუსს წინასწარ ვიღებთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები