LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს სახელმწიფოებს შორის სხვა საკითხებს აუცილებლად გადავწყვეტთ – უკრაინის რადას თავმჯდომარე ელჩის გაწვევაზე

57
სტეფანჩუკი

უკრაინის პრეზიდენტის მიერ, საქართველოდან ელჩის გაწვევის საკითხზე “იმედის” ეთერში კომენტარი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ გააკეთა.

რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, მთავარი ისაა, რომ უკრაინა გრძნობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

“ვფიქრობ, ჩვენს სახელმწიფოებს შორის სხვა საკითხებს აუცილებლად გადავწყვეტთ და აუცილებლად გამოვალთ მხოლოდ ჩვენი ორი ხალხის ინტერესიდან” – აცხადებს სტეფანჩუკი.

მისი თქმით, საქართველო ყოველთვის უჭერდა მხარს უკრაინას.

“საქართველო მნიშვნელოვანი რეზოლუციების თანაავტორია. ვნახე მიტინგების ტრანსლაცია თბილისიდან და სხვადასხვა ქალაქიდან, რომლებიც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჩატარდა. ვფიქრობ, ეს არის მთავარი, რომ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის ურთიერთმხარდაჭერას.” – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები