LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენს ქვეყანაში პირდაპირი და არაპირდაპირი ძალადობის პიკია!..”

230
tataasatianinews

სოციალურ ქსელში ექიმი თათა ასათიანი ბოლო პერიოდის სხვადასხვა კრიმინალური შემთხვევის შესახებ ზოგად მონაცემზე აკეთებს აქცენტს და წერს, რომ ქვეყანაში პირდაპირი და არაპირდაპირი ძალადობის პიკია.

“ჩვენს ქვეყანაში პირდაპირი და არაპირდაპირი ძალადობის პიკია! მოკლეს, დაჭრეს, ყელი გამოჭრეს… ქვეყანაში ძალადობას მიზეზებია: მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, სტრესული ფონი, ფსიქოაქტიურ საშუალებებზე და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და ა.შ ოჯახში ძალადობის მიზეზებია -წარსულში განცდილი ძალადობა, რის მერეც თვითონ ხდებიან მოძალადეები, მამაკაცის დომინანტური როლი, ძალადობის გამოყენება, როგორც პრობლემის გადაჭრის მეთოდი, ქალის ეკონომიკირი დამოკიდებულება მამაკაცზე და ა.შ ფიზიკურ ძალადობაზე არანაკლებ გავრცელებული და მტკივნეულია ფსიქოლოგიური ძალადობა. რაღაც აშკარად შესაცვლელია, ასე ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას ძალადობის ეპიდემიაში. უნდა ამუშავდეს ძალადობის პრევენციული სისტემა, სწორად უნდა გავაცნობიეროთ ოჯახისა და აღზრდის როლი ბავშვის განვითარებაში. აღზრდის დესტრუქციული სტილი შობს მოძალადეებს! გაზარდეთ ბავშვები სითბოში, ზომიერ და არამახრჩობელა ყურადღებაში, მიეცით სწორი მაგალითები … მარტივად – უყიდეთ ცხოველები, მიაჩვიეთ მათზე ზრუნვასა და ყურადღებას, მიეცით თავისუფლება და ასწავლეთ სიყვარული !!! #ძალადობითინფიცირებულიერი?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები