LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე: ირაკლი ღარბაშვილი

80
ღარიბაშვილი ევროსაბჭოში

დღეს, ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი,  ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებზე და ხაზი გაესვა ევროკავშირთან უფრო ღრმა ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას.

ჩვენს მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, საქართველომ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება გაგრძელდება. – განაცხადა პრემიერმა

ღარიბაშვილის განცხადებით, საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიით შექმნილ გამოწვევებსა და სირთულეებს.

განსაკუთრებით აღვნიშნე ევროკავშირის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ასევე ვაქცინაციის როლი პანდემიის დამარცხებაში და ამ მიზნით ყველა ქვეყნისთვის ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.

განვიხილეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება. ჩვენი ხელისუფლება მზად არის შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგისთვის, რაც პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას და დეესკალაციას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისრის შეხვდერაზე განიხილეს  რეგიონში განვითარებულ პროცესები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, ასევე-საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები