LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს მსმენელს უამრავ ახალ პროექტს ვპირდებით და რაც მთავარია, მათ იმედებს გავამართლებთ“ – რადიო „ფორტუნა“ 26 წლისაა, „ავტო რადიო“ 16 წლის გახდა

933
თათა

31 დეკემბერს რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთვის“ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ახალი წლის დადგომასთან ერთად, „ფორტუნა“ მისი დაფუძნების თარიღს ზეიმობს.

რადიო „ფორტუნა“ და „ავტო რადიო“ იუბილარია – „ფორტუნას“ ეთერში გასვლიდან 26 წელი შეუსრულდა, ხოლო „ავტო რადიოს“ – 16.

„26-ე წელი იწყებს ათვლას, რაც ვინარჩუნებთ ოქროს სტანდარტს და ვრჩებით გემოვნებიანი მსმენელის უალტერნატივო არჩევნად“ – რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ იუბილეს აღნიშნავს

ტრადიციისამებრ, რადიოჰოლდინგი ამ მნიშვნელოვან თარიღს თანამშრომლებთან, ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან და პარტნიორებთან ერთად აღნიშნავს.

რადიოჰოლდინგში „ფორტუნას“ მეგობრები იკრიბებიან და დაბადების დღეს სიამოვნებით ულოცავენ.

ლაშა ღლონტი, მომღერალი:

„ფორტუნა“ თავისი დიდი შემადგენლობით, ჩემი ცხოვრების ნაწილია. ძალიან ბევრი კარგი სიმღერაა და კარგი კოლექტივია. ამ რადიომ არაერთ ადამიანს დიდი სტიმული მისცა. პირადად მე, თუ საზოგადოება მიცნობს, ამ რადიოჰოლდინგის დამსახურებაა. ძალიან მიყვარხართ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.

გილოცავთ ევროკავშირისკენ სვლას და დიდ ნაბიჯებს. ევროკავშირისკენ სვლისთვის, თქვენს რადიოჰოლდინგს ძალიან დიდი საქმე აქვს გაკეთებული, რადგან აქ გემოვნებიანი მუსიკა ჟღერს“

თათა სანდრაძე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი:

„ზუსტად 26 წლის წინ, FM დიაპაზონზე უმნიშვნელოვანესი რადიო სადგური გავიდა ეთერში – რადიო „ფორტუნა“ ტალღიდან 106.9

2024 წელს ჩვენს მსმენელს, უამრავ ახალ პროექტს ვპირდებით და რაც მთავარია, ახალ პროექტებთან ერთად, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ყოველთვის მოერგება მსმენელის გემოვნებას და მათ იმედებს გავამართლებთ.

Fortuna.ge-ზე ყოველთვის შეგვიძლია ამოვიკითხოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია“

ჰოლდინგი ოთხ რადიოსადგურს – „ფორტუნას,“ „ფორტუნა პლუსს“, „ავტორადიოსა“ და „არ დაიდარდოს“ აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები