LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს მოქალაქეებს არცერთ წერტილში არ ვტოვებთ, სააკაშვილი გამონაკლისი არაა“- რადას დეპუტატები სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდნენ

63
რადას დეპუტატები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უკრაინის რადას დეპუტატები შევიდნენ. შესვლამდე მათ მედიასთან კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებენ. 

„ჩვენ, ყველას ერთი პოზიცია გვაქვს – როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს: ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მსოფლიოს არცერთ წერტილში არ ვტოვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი უკრაინაში დავაბრუნოთ, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი არ არის. ის უკრაინა მოქალაქეა და გვინდა, რომ დავაბრუნოთ,“ – განაცხადა რადას დეპუტატმა, ალექსანდერ კოვალჩუკმა.

მისივე თქმით, უცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიონ.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ 30 დღე ძალიან დიდი დროა შიმშილობისთვის და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენა აუცილებელია. რომ შეგვძლებოდა მისი მონახულება, სამი დღე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ყველა დონეზე საქართველოსა და უკრაინაში. გვინდა ვნახოთ, რამდენად კრიტიკულია მდგომარეობა.

მთავარი კი ისაა, რომ მას გადავცეთ პოზიტიური ენერგია და ვუთხრათ, რომ ბევრი უკრაინელი ღელავს მის ჯანმრთელობაზე და ელოდება მის დაბრუნებას,“ – აღნიშნა რადას დეპუტატმა რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები