როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი და ლიდერი? – აღნიშნულ თემაზე ქართველი ბიზნესკონსულტანტი, ადამიანების მენეჯმენტის ტრენერი, მარკეტოლოგი დათო გოგიჩაიშვილი საუბრობს. კერძოდ, გოგიჩაიშვილი ებრაელი მასწავლებლის ისტორიას ჰყვება და მას თავის ინგლისურის მასწავლებელს ადარებს.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ინტერნეტმომხმარებლები ამბობენ, რომ ეს ამბავი არა მხოლოდ პედაგოგებმა, არამედ ყველამ კარგად უნდა გაიაზროს.
“ყველაზე კარგია ლიდერია მაშინ, როდესაც მისი არსებობა არ ჩანს და როდესაც მისია შესრულებულია, საქმე გაკეთებულია ჯგუფის ყველა წევრი იტყვის რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ. ბევრ პროფესიაში, ბიზნესში ვიცით ასეთი ლიდერები. მასწავლებლები გვყოლია ბევრი ცხოვრებაში ხო? 80, 100 მასწავლებელი, მაგრამ დასამახსოვრებელი იქიდან ყოფილა ერთი, ორი, სამი, ალბათ ხო?”,-ამბობს დათო გოგიჩაიშვილი სფოთლაითში.