LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს კლინიკაში 27 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელსაც 35 კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის: რატიანი

303
BeFunky-collage (6)

ჩვენს კლინიკაში სამწუხაროდ, სომატურად დამძიმებული პაციენტები შემოდის, ფაქტიურად 90% პროცენტი, რომელთაც ესაჭიროებათ ოქსიგენოთერაპია ანუ ჟანგბადდამოკიდებულება. ეს არ არის დაავდება, რომელიც კლასიკურად მიდის, ესაა დაავადება, რომელიც პროცესშიც საჭიროებს მკურნალობის ტაქტიკას, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

ყველამ ყველაფერი უნდა დაივიწყოს, მოიფიქრონ რამე რომ ქართველი ხალხი გადარჩეს: ლევან რატიანი

რატიანმა მძიმე პაციენტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ კლინიკაში 27 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელსაც 35 კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის. მისივე თქმით, ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია და ის ახალშობილთა რეანიმაციაში იმყოფება.

“საკმაოდ მძიმე კონტიგენტია ჩვენს კლინიკაში შემოსული. ასაკთან დამოკიდებულება სამწუხაროდ, კოვიდს არ ახასიათებს. ახალგაზრდა ასაკშიც აქვს ადამიანებს შაქრიანი დიაბეტი, ონკოლოგიური პათოლოგია.

გვყავს 27 წლის პაციენტი, რომელთანაც ჩატარდა 35 კვირაზე საკეისრო კვეთა, ამ ეტაპზე დედა ებრძვის სიცოცხლეს. ახალშობილის მდგომარება სტაბილური რჩება”- აღნიშნა რატიანმა.

ვისაც ამბიციის დავიწყება არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც შეუძლია პროცესის მართვა – რატიანი

ბოლო უნდა მოეღოს კოვიდ ისტერიის გავრცელებას, ეს დაავადება დაძლევადია! უნდა დავეხმაროთ ხალხს ამის გააზრებაში, რათა დაიძლიოს საყოველთაო შიში: ზურა სიხარულიძე