LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს დაშინებას ცდილობენ, ეს არ იმუშავებს“ – კიევის სკოლებში სწავლა დღეიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება

75
Untitled design - 2022-03-28T102453.142

დღეიდან, 28 მარტიდან უკრაინის დედაქალაქ კიევის სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სასწავლო კურსები იქნება უფრო ადაპტირებული არსებულ პირობებთან სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენებით.

„დღეს მნიშვნელოვანი ამოცანაა, ქალაქმა იცხოვროს და იმუშაოს თუნდაც ასეთ მძიმე საომარ პირობებში. ჩვენს დაშინებას ცდილობენ. ეს არ იმუშავებს“, – თქვა კლიჩკომ.

გაეროს შეფასებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი ლტოლვილად იქცა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები