LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს აუჩქარებლობას მსოფლიო საპატრიარქო გაგებით ეკიდება – მეუფე შიო

meufeshio

ჩვენ განვიხილეთ ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, – ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მემკვიდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა, რომელმაც საპატრიარქოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებთან პატრიარქის შეხვედრა შეაფასა.

მეუფე შიომ აღნიშნა, რომ დელეგაცია არ ცდილობს საქართველოს ეკლესია დაარწმუნოს თუ როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მან.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენ განვიხილეთ ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, რომ ისინი არ ჩამოსულან იმისთვის, რათა დაგვარწმუნონ ჩვენ, მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ასევე, მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენს აუჩქარებლობას ამ ეტაპზე, რა პოზიციაც გვაქვს, სრული გაგებით ეკიდებიან. ეს მიტროპოლიტმა საუბრისას რამდენჯერმე გაიმეორა და ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის”, – განაცხადა მეუფე შიომ.