LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენმა ოპონენტებმა გენგეგმას ვერანაირი ხარვეზი ვერ უპოვეს, რაღაცებს მიედ-მოედებიან – კახა კალაძე

103

„ჩვენმა ოპონენტებმა გენგეგმას ვერანაირი ხარვეზი ვერ უპოვეს, რაღაცებს მიედ-მოედებიან და ცდილობენ, ყოველგვარი ტყუილით მაქსიმალური ზიანი მიაყენონ გენგეგმას,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ამის მაგალითად კალაძემ დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია დაასახელა, რომლის მიხედვითაც თბილისის მერი და მერია ტყე-პარკის გაჩეხვას ცდილობენ.

„ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არის პარტიული, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზია. ეს ტელევიზია მუდმივად ცდილობს, სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყნის მოსახლეობას. მე, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ ვაპირებ გავატარო ასეთი სიცრუე. სიუჟეტი ეხებოდა იმას, რომ თითქოს დედაქალაქის მერია და მერი აპირებს დიღმის ტყე-პარკში რაღაც მშენებლობის განხორციელებას. პირდაპირ შემიძლია, ვუთხრა ქალაქის და დიღმის მოსახლეობას, რომ ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და დიდი ტყუილი.

ერთ-ერთმა ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი და ეს ადამიანები, სავარაუდოდ, არიან თაღლითები, მათი ინფორმაციის შედეგად, თითქოს ჩვენ ზონა შევუცვალეთ არსებულ მიწის ნაკვეთს, სადაც დღეს მდებარეობს „კიას“ ცენტრი, ეს არის დიდი ტყუილი და არანაირი ზონის ცვლილება არ განხორციელდა.

ეს არის კომპანია „ანაგის“ საკუთრება. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ სიმახინჯის – ე.წ. კიას ცენტრის მაგივრად ააშენონ თანამედროვე შენობა-ნაგებობა, იგივე მოცულობის შენობა საკუთარ მიწაზე. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, გაკეთდეს საგამოფენო, საკონცერტო, სადღესასწაულო დარბაზი. ეს პროექტი ჯერ არ არის დამტკიცებული და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ,“ – განაცხადა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები