LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

#ჩვენიანი – ლიბერთის ახალი კონცეფცია

573
ქავერიი

ლიბერთიმ კამპანია #ჩვენიანი დაიწყო და საკომუნიკაციო პლატფორმის პირველი ვიდეორგოლი წარადგინა.

„ახალ საკომუნიკაციო პლატფორმაზე ბანკი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ლიბერთის ბრენდის მიმართ ადამიანების ემოციური და რაციონალური დამოკიდებულებების შესაფასებლად არაერთი კვლევა ჩავატარეთ, მათ შორის, თანამშრომლებში, რომელმაც აჩვენა რომ ლიბერთიში დასაქმებული ადამიანებისთვის ყველაზე საამაყოა ჩვენი ბანკის მასშტაბურობა, ხელმისაწვდომობა, ადამიანებზე ორიენტირებულობა, ინფრასტრუქტურის განსაკუთრებულობა და ამასთანავე, თანამედროვე პროდუქტებისა და სერვისების არსებობა.

ახალ კამპანიაზე, რომლის მთავარი გმირები ბანკის რეალური თანამშრომლები და მომხმარებლები არიან,  სააგენტოსთან Holy Motors ერთად ვიმუშავეთ. ბანკის  ახალი კამპანიის ფარგლებში კონკრეტული საბანკო პროდუქტების შესახებ კომუნიკაცია, სხვადასხვა კონტენტით, მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება.“ – თამარ მეგრელიშვილი, ლიბერთის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„ახალი კამპანია პასუხობს ლიბერთის სტრატეგიას და მთავარ მიზანს — ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად. #ჩვენიანი არის ერთგვარი შეხსენება ყველასათვის, რომ ლიბერთი არის ბანკი, ქვეყანაში ყველაზე დიდი ქსელით, ყველაზე მეტი სერვის ცენტრითა და ფილიალით, მათ შორის, მოძრავი ფილიალებით. ასევე, მოქნილი ციფრული სერვისებით –  ინტერნეტბანკით და სრულყოფილი მობაილბანკით, სადაც ერთი ხელის მოსმითაა შესაძლებელი ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესრულება. 5000 ადამიანისგან შემდგარი ერთიანი გუნდი კი მუდმივად მუშაობს იმისათვის, რომ გახდეს ძირითადი ბანკი საკუთარი 1,6 მილიონი მომხმარებლისთვის. „ჩვენიანი“ ერთგვარი ფილოსოფიაცაა და დაპირებაც, რომელიც ლიბერთიმ მომხმარებლისთვის უნდა შეასრულოს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ“. – თორნიკე კორძაია, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები