LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი ყველა ინიციატივა და აქტივობა დაფუძნებულია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაზე” – Veli.store “თიბისის” ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტია

363
velistore

“თიბისის” ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2022 ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Veli.store მონაწილეობს. გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის – აღნიშნულ ნომინაციაში სულ სამი კომპანიაა წარდგენილი.

კომპანიის ბრენდის ხელმძღვანელი მარიამ ცანავა “ბიზნესნიუსს” Veli.store-ის დაარსებისა და დაჯილდოებაში მონაწილეობის შესახებ ესაუბრა.

“ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვებას ნამდვილად ველით, რადგან Veli.store შეიქმნა მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნისთვის. მსგავსი დაჯილდოებები და განსაკუთებით “თიბისის” ბიზნეს დაჯილდოება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარებისთვის და გვიხარია, რომ ჩვენც მოგვეცა საშუალება, რომ ამ პროცესის მონაწილე ვყოფილიყავით. ჩვენი ყველა ინიციატივა და აქტივობა დაფუძნებულია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაზე”, – ამბობს მარიამ ცანავა.

“Veli.store ონლაინ საყიდლების პლატფორმაა, რომელიც 2022 წლის იანვარში გამოჩნდა ბაზარზე და მასში პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეძენა ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ამ ეტაპზე, “ველიზე” საყიდლების შეგროვება 14 კატეგორიიდანაა შესაძლებელი. ესენია: ტექნიკა, წიგნები, სილამაზე და თავის მოვლა, სახლის მოწყობა, საკანცელარიო ნივთები, ბარი და მეტი და სახლის მოვლა. კომპანიის შექმნის მიზანი და სტრატეგიული ხედვა, საყიდლების ონლაინ შეძენისას საუკეთესო გამოცდილების დანერგვაა და პირველი დღიდანვე გუნდი სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდა. კომპანიის ყველა ინიციატივა და აქტივობა დაფუძნებულია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაზე, უმტკივნეულო და კომფორტული სერვისის შექმნისას, რაც ითარგმნება: მარტივი და კომფორტული UX – მომხმარებელი სულ რამდენიმე ღილაკის დაჭერით რეგისტრირდება პლატფორმაზე და ყიდულობს პროდუქტს.

"ეს არის საქართველოში ყველაზე უფრო ევროპულ სოფელში მდებარე მოედანი" - ძველ გერმანულ სოფელში მდებარე "სადგური" "თიბისის" ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტია

გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში - აღნიშნულ ნომინაციაში ერთ-ერთი ფინალისტია კაფე "სადგური Bahnhof Station", რომელიც ძველ გერმანულ სოფელ ელიზაბეტთალში ფუნქციონირებს. 

მას არ უწევს არასაჭირო ინფორმაციის შეყვანა. განმეორებითი შეძენა სხვადასხვა მისამართზე ძალიან მარტივია, რადგან მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მისამართის და ამავდროულად საკუთარი მონაცემების და საბანკო ბარათების დამახსოვრება მარტივი საძიებო სისტემა, რომელიც რამდენიმე წამს წაგართმევთ – ყველა პროდუქტს სისტემაში გაწერილი აქვს სხვადასხვა საძიებო თაგი, რომლითაც მომხმარებელი შესაძლოა ეძებდეს სასურველ პროდუქტს.

ამ მექანიზმის დახმარებით, Veli.store-ზე მომხმარებელი მარტივად პოულობს სასურველ ნივთს, ნებისმიერი მასთან დაკავშირებული სიტყვის ჩაწერისას. სწრაფი და კომფორტული მიტანის სერვისი: მომხმარებელი თავად ირჩევ დროის მონაკვეთს, რომელშიც სურს რომ მიიღოს შეკვეთა. მსგავსი ფუნქციონალი ინოვაციურია საქართველოს ბაზარზე. აღნიშნულის დახმარებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კომფორტულად სასურველ დროს შეუკვეთოს პროდუქტი და არ იღელვოს იმაზე, იქნება თუ არა ადგილზე მაშინ, როდესაც კურიერი ამანათს მოიტანს.

ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტები ცნობილია

წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში  მომხმარებლებიც ჩაერთვებიან,  კერძოდ, ისინი  ნომინაციაში - გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება საუკეთესო ბიზნესის გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას.

მოტანის პროცესის გამჭვირვალობა – შეკვეთის მომენტიდან შეკვეთის ჩაბარებამდე მომხმარებელი ყველა ეტაპზე იღებს SMS & email-ით ინფორმაციას მისი შეკვეთის სტატუსის შესახებ. ეს ნოტიფიკაციებია: შეკვეთის გაფორმება,, შეკვეთა როდესაც მომხმარებლისკენ დაიძრა და, შეკვეთის ჩაბარების ნოთიფიკაცია. უფასო მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით – რაც დამატებით კომფორტს ქმნის ყველა მომხმარებლისთვის.

მარტივი და უმტკივნეულო დაბრუნების პროცესი – თუ პროდუქტი ის არ აღმოჩნდა, რასაც მომხმარებელი ელოდა, მას მარტივად შეუძლია დააბრუნოს პროდუქტი და დაიბრუნოს თანხა. ძლიერი საოპერაციო სისტემა, რომელიც შემდეგი ღერძებისგან შედგება: ყველა პროდუქტი, რომელსაც ველი ყიდის მოთავსებულია ველის დიდ საწყობში. საოპერაციო სოფტის დახმარებით, პროდუქტის აღებას და მომხმარებლისთვის გასაგზავნად მომზადებას სულ რაღაც 1 წუთი სჭირდება. საკუთარი საკურიერო სერვისი – რომელიც სხვადასხვა უბნებზე არის დანიშნული, რაც უზრუნველყოფს შენაძენის 3 საათში მომხმარებელთან მიწოდებას. მომხმარებელზე ფოკუსირებული გუნდი – კომპანიაში ყველა თანამშრომელი, განსაკუთრებით ისინი, ვისაც მომხმარებელთან პირდაპირი შეხება აქვთ გადიან ინტენსიურ გადასამზადებელ კურსებს კვარტალში ერთხელ. იმ გუნდებს, რომლებსაც მომხმარებელთან უშუალო შეხება აქვთ მუდმივად უტარდებათ პიროვნული უნარების ტრენინგებიც. ყველა მიდგომა, რომელსაც კომპანია იყენებს სტანდარტიზებულია ტექნოლოგიურად, რაც ნიშნავს, რომ გამოცდილება არის კონსისტენტური გადაცდომების გარეშე. სწორედ მომსახურების ხარისხის ერთგვაროვნება იწვევს მომხმარებელთა კმაყოფილ შეფასებებს როგორც facebook, ასევე google-ის პლატფორმებზე”, – ამბობენ Veli.store-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები