LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი უბედურების აღწერა – შედევრი“.. „მწარე რეალობის ამსახველი გენიოსი“ – რა ლექსს აქვეყნებს ბესიკ ხარანაული

200
Untitled design

პოეტი ბესიკ ხარანაული სოციალურ ქსელში ახალ ლექსს აქვეყნებს.

ლექსის სახელწოდებაა „ცოცხლების მიმართ“.

“თავისუფლებაც და სამშობლოც, ორივე ტვირთია, მძიმე საზიდი ტვირთი” – ბესიკ ხარანაულის ცნობილი გამონათქვამები 

„როცა ლაფში ჩამარხული მკვდრები
ფესვებს გაიდგამენ,
როცა ვარჯებს ამოიყრიან
და ჩაგვიხვევენ ქვესკნელში ტოტებით,
და, ჰაერი არ ჩაგვივა დახშულ ნესტოებში,
და ვერ გავინძრევით ბეწვისოდენადაც…
მაშინ გავიხსენებთ, როგორ ცრუ ვიყავით.
როცა დაგვეყრება ხევთა ხმა და გორთა ძახილი
და ყველაფრის დამნახავი ფრინველებიც მოფრინდებიან,
რომ ამოწმონ ჩვენი ბოროტება სამყაროს წინაშე,
მაშინ გავიხსენებთ, როგორ ცრუ ვიყავით.
მანამდე კი, ვიცოცხლოთ ლაფში
სანამდისაც ყველა ბავშვი არ გაჭაღარდება,
ვჭამოთ ლაფი, ვისუნთქოთ ლაფი,
გავიხსენოთ, როგორ ცრუ ვიყავით.
მაშინღა ვიტყვით:
„ყველაფერი ნამდვილად იყო.“

პოეტის მიერ გამოქვეყნებულ ლექსს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვს:

„სამწუხარო რეალობის საოცარი აღქმის, გააზრებისა და მკითხველთან მიტანის დიდოსტატი“

„მწარე რეალობის ამსახველი გენიოსი“

 

ცოცხლების მიმართ

როცა ლაფში ჩამარხული მკვდრები
ფესვებს გაიდგამენ,
როცა ვარჯებს ამოიყრიან
და ჩაგვიხვევენ …

Posted by ბესიკ ხარანაული / Besik Kharanauli on ოთხშაბათი, 16 აგვისტო, 2023

 

„სერიიდან – ” მკვდრების სიმღერა! ” ჩვენი უბედურების აღწერა – შედევრი“

„მუდამ სიმართლის მთქმელი შეუდარებელი პოეტი“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ბესიკ ხარანაული: „თავისუფლებაც და სამშობლოც ორივე ტვირთია, მძიმე საზიდი ტვირთი…“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები