LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი სურვილია, რომ ქვეყანაში სუროგაცია მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული“ – პრემიერი

164
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (14)

მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო წლებია, ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყანაში არ არსებობს არავითარი რეგულაცია და შემაშფოთებელია მისი რეგულირების გარეშე დატოვება.

„საკითხი, რომელიც ვფიქრობ, საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს, ეს არის სუროგაციის საკითხი. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ შევქმენით დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭო. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

იცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული და ბოლო წლებია, საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევისწავლეთ ევროპის მაგალითები. ზურაბ აზარაშვილის უწყება მუშაობდა დიდი ხნის განმავლობაში ამ თემაზე. მინდა, მაგალითები მოგიყვანოთ. ისეთი მაღალგანვითარებული ქვეყნები, როგორებიც არის საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიეტუვა, ესტონეთი, ამ ქვეყნებში სრულად არის აკრძალული სუროგაცია. არის ქვეყნები, სადაც ნაწილობრივ არის დაშვებული, როგორიცაა ბელგია, გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია.

ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილია, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. ანუ უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, უხეშად არ მინდა, ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება. ეს ხდება ონლაინ, ვრცელდება ძალიან ბევრი რეკლამა და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება. ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს.

არის ინფორმაციები, რომ შეიძლება, ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ და შეიძლება, უამრავი პრობლემა იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო, ამიტომ, ამას სჭირდება რეგულირება. შესაბამისი კანონპროექტი გაიგზავნა პარლამენტში და იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს ამ ინიციატივას. ეს მხოლოდ დაშვებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვიცი, რომ ბევრი მსურველია, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ მიმართავენ სუროგაციის მეთოდს და რა თქმა უნდა, ეს მათთვის უნდა იყოს დაშვებული. ერთი მხრივ, ეს ძალიან დაეხმარება დემოგრაფიას და ზოგადად, ვფიქრობთ, ეს შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები