LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით დაიწევს“ – „თიბისი კაპიტალი“

117
ლარის კურსი

„თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, აპრილის ინფლაცია მათ საკმაოდ ოპტიმისტურ მოლოდინებთან შედარებითაც კი უფრო დაბალია.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ მართალია ჯერჯერობით მხოლოდ ყოველთვიურ ჭრილში, თუმცა ადგილობრივი და დიდწილად მომსახურების ინფლაცია უკვე რამდენიმე თვეა სამიზნეზეა.

„ჩვენი შეფასებით, თუ ლარი არ გაუფასურდა, სამომხმარებლო ფასების წლიური ცვლილება მალე ნეგატიურიც კი იქნება. არ ვფიქრობთ, რომ საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დეფლაცია ეკონომიკის ზრდისა და დასაქმების კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, თავისთავად, ცალკე აღებული ეს ფაქტორი სამომავლოდ ლარის კურსისათვის ნეგატიურია.

ამ ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ სავალუტო ბაზარზე გამყარების ზეწოლა გრძელდება და ასევე ბოლო პერიოდში დაკრედიტების სავალუტო კომპოზიციაში უცხოური ვალუტა ჭარბობს, ვფიქრობთ, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ციკლი უკვე ამ კვირაში დაიწყება.

ჩვენი შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით დაიწევს, ხოლო წლის ბოლომდე, არსებული 11%-დან სულ მცირე 9.5%-მდე მაინც შემცირდება,“- ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის მიმოხილვაში.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) 11%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 10 მაისს ჩატარდება.

 

ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს, რაც საშუალებას მოგვცემს, დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა – არჩილ მესტვირიშვილი

„ლარის კურსზე და ჩვენი რეზერვების შევსებაზე მოქმედებს მიგრანტების ეფექტი“ – რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხს მომდევნო კვირაში განიხილავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები