Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ჩვენი საქმიანობის აქცენტი უნდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო – ირაკლი მექვაბიშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი საქმიანობის აქცენტი უნდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო – ირაკლი მექვაბიშვილი

48

„ჩვენი საქმიანობის აქცენტი უნდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო,“ – ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა, განაცხადა.

მექვაბიშვილის თქმით, აუდიტის სამსახური მისი ხელმძღვანელობით გახდება უფრო ეფექტური, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი.

ჩვენი საქმიანობა 4 ძირითად ღირებულებაზე იქნება დაფუძნებული, ესენია: პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, დამოუკიდებლობა და საჯაროობა. აუდიტის სამსახურის ტექნოლოგიური ბაზა გაძლიერდება. ჩვენი საქმიანობის აქცენტი მინდა, იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო. თუმცა, თუ რაიმე გადახვევა იქნება კანონთან, ამას მყისიერი რეაგირება მოჰყვება. ჩვენი მუშაობა დონორ და პარტნიორ ქვეყნებთან, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, გაძლიერდება. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ეფექტიანობის ამაღლებაზე, ვინაიდან მნიშვნელოვანია, ყველამ ვიცოდეთ, როგორ ნაწილდება გადასახადების გადამხდელებისგან მოზიდული თანხები,“ – განაცხადა მექვაბიშვილმა.

მექვაბიშვილის თქმითვე, პარლამენტთან თანამშრომლობის ეფექტიანობა გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები