პოლიტიკურმა პარტიამ “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები პარტიის გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა წარადგინდა.
თბილისის პირველ საარჩევნო ოლქში, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანია.
ვაკის საარჩევნო ოლქში “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი იყრის კენჭს.
საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობისთვის საბურთალოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი იბრძოლებს.
დიდუბე-ჩუღურეთს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარად გედევან ფოფხაძეა წარდგენილი.
ისნის მაჟორიტარი კანდიდატი რამაზ ბლუაშვილი, ხოლო ნაძალადევის რაიონში “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” სახელით იურისტი ზვიად თავაძე იყრის კენჭს.
სამგორისა და გლდანის მაჟორიტარებად კი მარიამ ჯაშმა პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერები წარადგინა.