LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უფრო უფრთხილდებიან ჩვენი ქვეყნის მომავალს, ვიდრე ოპოზიციის დიდი ნაწილი: ხელაშვილი

87
11

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები უფრო  უფრთხილდებიან საქართველოს მომავალს, ვიდრე ოპოზიციის დიდი ნაწილი. ამის შესახებ გიორგი ხელაშვილმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან იმ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველო უკრაინის დასახმარებლად დგამს და აღნიშნა, რომ დიდი საფრთხის მიუხედავად, საქართველომ უკან არ დაიხია და პოლიტიკურად და ადამიანურად უკრაინას უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა:

“მთელ მსოფლიოში, დღეს არ მოიძებნება სხვა ქვეყანა, რომელიც თავისი არჩევანის გამო ისეთი საფრთხის წინაშეა, როგორც საქართველო და მაინც, ასეთი დიდი საფრთხის მიუხედავად, საქართველომ, საქართველოს მთავრობამ პრინციპებიდან არც ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან და უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას პოლიტიკურად და ადამიანურად.

ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომისიამ განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს მთავრობის წვლილი უკრაინის დახმარებაში და მეტიც, ამერიკის პრეზიდენტს მიმართა მოთხოვნით საქართველოსთან სამხედრო ალიანსი შეკრას.

საქართველოს ხელისუფლების აქტიური პოზიციის მხარდამჭერი განცხადებები მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და სხვა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.

მათ განცხადებებში ჩანდა, რომ საქართველოს მთავრობა მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით მოქმედებს, რომ საქართველოს პოზიცია ძალიან ნათელია და საქართველო ძალიან მტკიცეა აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი პასუხის მხარდაჭერაში, რომ მიესალმებიან საქართველოს მხრიდან სულ უფრო ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან საფრთხეებისა და ოკუპაციის გათვალისწინებით.

სირცხვილია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უფრო კარგად ხედავენ და აფასებენ საქართველოს პოზიციას, უფრო მეტად უფრთხილდებიან ჩვენი ქვეყნის მომავალს, ვიდრე ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი”, – აღნიშნა ხელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები