„ჩვენი პოვნა ადვილია, დავიწყება ძნელი“ – ეს ახალი ქართული რესტორანი-სასტუმრო „ტრადიციას“ სლოგანია, რომელიც ფასანაურში მდებარეობს.
თბილისიდან ზუსტად 80 კილომეტრში, დასვენებისა და განტვირთვის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ტრადიციული ქართული კერძები, მათ შორის: ხინკალი დააგემოვნონ, შემდეგ კი იდეალურ გარემოში დაიძინონ.
„ჩვენთან ხინკალს კვლავ ტრადიციული ფასი აქვს, ღამის გათენება კი, გაცილებით დაბალ ფასადაა შესაძლებელი, ვიდრე სხვაგან“, – აცხადებს სასტუმრო-რესტორნის დამფუძნებელი ნიკოლოზ ჩოხელი.
მისივე ინფორმაციით, „ტრადიცია“ ფასანაურში უკვე 7 თვეა გაიხსნა და მომხმარებლის ყურადღება უკვე მიიპყრო.
„ჩვენი ძირითადი მომხმარებელი, როგორც რესტორნის, ისე სასტუმროს შემთხვევაში უცხოელები არიან. ვინაიდან ეს სამხედრო გზაა, უმეტესად რუსი ტურისტები გვსტუმრობენ, გვყავს-არაბი დამსვენებლებიც“, – აცხადებს ჩოხელი და დასძენს, რომ სასტუმრო ამ ეტაპზე 5 კომფორტულ ნომერს მოიცავს და ერთდროულად 15 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.
„ამ მხარეში ჩვენი სასტუმრო მომსახურების მაღალი დონით, ოთახების მოწესრიგებულობით ნომერ პირველია. გამორჩეულია ჩვენი რესტორანიც – აქ საკვები უახლესი პროდუქციით მზადდება. მათ შორის ხინკალიც- ადგილზე იხვევა და კეთდება, გაყინულ ნახევარფაბრიკატებზე ჩვენ უარს ვამბობთ“, – განმარტავს რესტორანი-სასტუმროს დამფუძნებელი.
როგორც ნიკოლოზ ჩოხელი ამბობს, რესტორანი-სასტუმრო „ტრადიცია“ უკვე განთავსებულია ბინების და სასტუმროების დაჯავშნის თითქმის ყველა ონლაინ პლატფორმაზე, მათ შორის: booking.com-ზე, AIRBNB-ზე და სხვა. აღსანიშნავია, რომ „ტრადიცია“ 4-სეზონიანია და როგორც სასტუმრო, ისე რესტორანი მზადაა, სტუმრები წლის ნებისმიერ დროს მიიღოს.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: 555 020600, 557 213432