LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი პენსიონერების პირობები გაუმჯობესდება, მათი უფლებები იქნება მაქსიმალურად დაცული, – ეკონომიკის ახალი მინისტრი საპენსიო სესხის პროცენტზე

171
266707526-4748098358580430-812900316572533612-n

კომისიამ უწყვეტ რეჟიმში იმუშავა რამდენიმე თვის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც შეჯერდა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც ბანკის შერჩევა მოხდება უკვე 1 თვის განმავლობაში, რომელიც ახალი პირობებით მოახდენს პენსიების გაცემას და ამავე დროს საპენსიო უზრუნველყოფით სესხების გაცემას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მთავარი ამოცანა იყო, რომ მომსახურება, რომელსაც პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ გაუმჯობესდეს.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ მომსახურება, რომელსაც ჩვენი პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ, ეს მომსახურება არ გაუარესებულიყო, პირიქით გაუმჯობესდეს და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ახლა პოლიტიკურად იყო ძალიან დიდი ინტერესის საგანი, ეს იყო საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც იღებენ ჩვენი პენსიონერები იმ პენსიებით უზრუნველყოფილ სესხებზე. აქ ჩვენ მრავალდღიანი და მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, ეროვნულ ბანკთანაც შევჯერდით, რომ მაქსიმალური ზღვარი განისაზღვროს საპენსიო გასაცემლებზე და ეს მიბმული იყოს ფულის ღირებულებაზე. ეს არის სამართლიანი პირობა ბანკებისთვის და ვნახოთ, ეს არის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არის განსაზღვრული, იქნება 26%. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ დღეს ფულის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ინფლაცია დასტაბილურდება და დაიწევს ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი და ის ინდექსი, რომელზეც მიბმულია, ჩვენი გადაწყვეტილებით, პენსიონერების საპროცენტო განაკვეთი, თუმცა კონკურსის პირობებში ველოდებით დიდ კონკურენციას ბანკების მხრიდან და ველოდებით ამაზე კიდევ უფრო კარგ შემოთავაზებას. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებითაც გაუმჯობესების ძალიან დიდი სივრცეა და პირობები ჩვენი პენსიონერების გაუმჯობესდება. მათი უფლებები იქნება მაქსიმალურად დაცული, თუმცა ბანკების მხრიდან დაინტერესებისა და კონკურენციის შემთხვევაში, ეს შეიძლება კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს ჩვენი პენსიონერებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები