Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ჩვენი მთავარი მტერი უმეცრებაა, სტალინის მოხვედრაც ხატზე უმეცრების ბრალი იყო“ – მეუფე ნიკოლოზი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი მთავარი მტერი უმეცრებაა, სტალინის მოხვედრაც ხატზე უმეცრების ბრალი იყო“ – მეუფე ნიკოლოზი

210
ფორტუნა (12)

“შეიძლება წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა და ეს მოგეწონოს?” – ამ კითხვას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აკეთებს.

რეაქციაში“ მეუფე ნიკოლოზი წმინდა მატრონას გამოსახულებისთვის საღებავის შესხმას აკრიტიკებს.

რაც შეეხება ხატიდან სტალინის გამოსახულების წაშლას, მეუფე ამბობს, რომ თუ შემომწირველები თუ არ შეცვლიან გამოსახულებას, მაშინ თავად საპატრიარქო შეიტანს ცვლილებებს და სტალინის გამოსახულების ჩანაცვლების შემდეგ დაბრუნდება ხატი სამებაში.

„შეიძლება წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა და ეს მოგეწონოს? ვიღაცამ შეასხა, ეს არ არის ნორმალური მოქმედება, შეიძლება ჩათვალოთ რომ ეს არის პროტესტი, ეს ნორმალურია, ეს ამბავი? სტალინისთვის არავის შეუსხამს, ჯერ ერთი, სტალინისთვის საღებავის შესხმაც არ არის, თუ სტალინის მიმართ პროტესტი გვაქვს, გამოვხატოთ, არავინ ამის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ შეიძლება მატრონას სახეში საღებავი შეასხა და ეს ნორმალურად ჩათვალო?

ვფიქრობ, რომ საპატრიარქოს განცხადება ამომწურავი იყო ამ მხრივ, რომ თუ შემომწირავები ამ ხატს არ წაიღებენ, ეს ადვილი არ არის, დიდი ხატია და ნუ როგორც მოიტანეს, ისე უნდა წაიღონ, მაგრამ თუ წაიღებენ საპატრიარქო გააკეთებს ამას, თვითონ გაიტანს… მატრონას ხატი რატომ არ დაბრუნდება, სტალინის გამოხატვა ამ ხატზე არის შეცდომა“ – ამბობს მეუფე.

როგორც მეუფე ამბობს, ხატზე სტალინის გამოსახულების დატანა „უმეცრების“ ბრალია.

„სტალინის მოხვედრა ხატზე, ესეც უმეცრების ბრალი იყო, უმეცრება იმისი, ვინც ხატი შეუკვეთა და ვინც ხატი შეასრულა იმათი, ხატმწერმა, რომელმაც დაწერა ეს ხატი, რის მიხედვით გააკეტა ეს სცენა? იმიტომ, რომ მე მინახავს ეს ხატი სამების საკათედრო ტაძარში და არ მიმიქცევია ყურადღება და გავარკვიე, ორი მნიშვნელოვანი ამბავია, ერთი ის, რომ სტალინი არ ყოფილა საერთოდ მატრონასთან სტუმრად და ამიტომ ამ ხატზე ამ სცენის გამოხატვა უმეცრების შედეგია და ამის დაკავშირება რუსეთთან არ არის სწორი და რუსეთის ეკლესიაში იყო მცდელობა მსგავსი ხატის ტაძარში შეტანის და იმათმა იციან და არაფრით შეატანინეს, იმიტომ, რომ არასწორი ხატია.

მიიტანეს ხატი, შეწირეს, თუ გინახავთ ხატი, დიდი ზომის ხატია და გარშემო არის ცხოვრებისეული სცენები წმინდა მატრონასი, რომელმაც ვიღაც არ დააკვირდა და მამა იოვანემ ბოდიში მოიხადა, რომ არ შეათანხმა და დაკიდა ეს ხატი. ხდება ასეთი რაღაც, მოხდა გაურკვევლობა,“ – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები