LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მსვლელობა არის მათ საწინააღმდეგოდ – მოქალაქეები სამების ტაძართან მსვლელობით მივიდნენ (ვიდეო)

197
60744604_3127527857261172_8035688930969911296_n

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი სასულიერო პირები და მოქალაქეების ნაწილი მსვლელობით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც „ფორტუნასთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ ლგბტ-ს საზოგადოების აგიტაცია ჩვენი შვილების ცნობიერების შეცვლას იწვევს. 

ლგბტ თემი შეკრებას 17 მაისის ნაცვლად ივნისში გეგმავს

შეკრება 18-23 ივნისის კვირაში გაიმართება. 

„მათ აქვთ ეს დღე ჩვენ საწინააღმდეგოდ, ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ. ამიტომ ჩვენი მსვლელობა არის მათ საწინააღმდეგოდ. მათ არავინ არ ერჩის, თუ აქციაზე არ გამოვიდნენ. საზეიმოა, რომ ჩაიშალა ლგბტ აქცია“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები